вторник, 26 июля 2011 г.

რომელი ისტორიული ძეგლებია საქართველოში


1. პროექტის სახელწოდება: რომელი  ისტორიული   ძეგლებია  საქართველოში ?
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) ერთი-ორი წინადადებით.
    პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლები და მათი დანიშნულება.
3.  მოსწავლეთა ასაკი : 11-12 წელი
4.  მოსწავლეთა  რაოდენობა :   8 მოსწავლე.
5.პროექტის ხანგრძლივობა8 კვირა 
6.  პროექტის აქტუალობა
პროექტზე  მუშაობისას  მოსწავლეები  უფრო  საფუძვლიანად  შეისწავლიან   და  დაიმახსოვრებენ   საქართველოში  არსებულ  ძეგლებს.  ისწავლიან მათ გეოგრაფიულ  მდებარეობას,ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას.
7. პროექტის მიზნები
 ა) მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში.
ბ) ფოტო მასალების საშუალებით მოსწავლეებს ექნებათ ვიზუალური წარმოდგენა ძეგლების შესახებ.
გ) ინფორმაციის მოძიების პროცესი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერპერსონალური უნარის განვითარებას.
დ) გამოიწვევს  დამოუკიდებლად მუშაობის და პასუხისმგლობის გრძნობის ამაღლებას.
ე) ეცოდინებათ ძეგლების ისტორიული მნიშვნელობა, გეოგერაფიული მდებარეობა, შეძლებენ მათ ამოცნობას ფოტოებზე.
ვ) ისწავლიან ბევრ უცხო სიტყვას, მოიძიებენ ინგლისურ ტექსტს, მიეჩვევიან  ლექსიკონის  გამოყენებას.
8. მოსალოდნელი შედეგები
  პროექტის მიზნების განხორციელება მოსწავლეებს დაეხმარება შემდგომში უფრო რთული პროექტის მომზადებაში.
9. პროექტისათვის საჭირო რესურსები
 კალამი, სტიკერი, ფურცელი, წიგნი, კომპიუტერი, ფოტოსურათები.
10. პროექტის მსვლელობა
მასწავლებელი იღებს 8 სტიკერს და ზედ წერს რიცხვებს 1-დან 4-მდე. სტიკერებს ათავსებს ყუთში, მოსწავლეებს სთხოვს ამოიღონ თითო სტიკერი, შემდეგ ეუბნება, რომ ერთნაირი რიცხვების სტიკერების მქონე მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში. შემთხვევით შერჩეული მეთოდის გამოყენებით  გვაქვს 4 წყვილი. დაწყვილების შემდეგ მასწავლებელი ანაწილებს სამუშაოს წყვილებში.
პირველ  წყვილს ავალებს  ინტერენეტში მოიძიოს ინფორმაცია საქართველოში  არსებული  ძეგლების  შესახებ.
მეორე წყვილს ავალებს მოიძიოს ფოტო მასალები ინტერნეტიდან ძეგლების შესახებ.
მესამე წყვილს ავალებს მოსახლეობისაგან ინტერვიუს სახით შეაგროვოს ინფორმაცია არსებული ძეგლების შესახებ.
მეოთხე წყვილს ავალებს ყველა მოძიებული ინფორმაცია გეგმის მიხედვით აკრიფოს კომპიუტერში.
 პროექტში მონაწილე ყველა წევრი ესწრება პროექტის მსვლელობას, სადაც პრეზენტაციას წარმოადგენს ერთერთი მონაწილე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი შეაფასონ წინასწარ შედგენილი თვითშეფასების რუბრიკის მიხედვით.
თემა
ინდიკატორი
       შეფასება



ძეგლები


მოსწავლეები

დაბალი



საშუალო



მაღალი


11. პროექტის კავშირი ეროვნულ გეგმასთან
 აღნიშნული პროექტი დაკავშირებულია შემდეგ საგნებთან: ისტორია, გეოგრაფია, ქართული და ინგლისური.

12.   პროექტის  ხელმძღვანელი:  რუსუდან დავითაძე
13   ელ. ფოსტა:   rusudan.davitadze@gmail.com
14.   ვებ .გვერდი http://rusdavitadze.blogspot.com/

გაკვეთილის გეგმა  HOW TBILISI GOT ITS NAME.